დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ძალიან კმაყოფილი ვარ. თითქმის შევისწავლეთ ყველაფერი რაც ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელია.
დიდი მადლობა ბატონ დათოს გაწეული მუშაობისათვის
დღეს უკვე მეშვიდე დღეა. რა კარგია როცა შენც შეძლებ უკვე დამოუკიდებლად მუშაობას.ჩვენი ტრენინგი თანდათან სრულდება დავიღალეთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია
რეფლექსიის მეხუთე დღის შევსება რატომღაც გამომრჩა და ამიტომ დღეს ვწერ ორივეს.დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, პროექტზე მუშაობა თითქმის დავამთავრეთ.ტექნიკური მხარე ცოტა რთულია მაგრამ იმედია ამ საკითხშიც კარგად გავერკვევი.
მადლობა
დღეს უკვე მეოთხე დღეა. ძალიან დავიღალე მაგრამ ბევრი სასარგებლო და საინტერესო რამ შევისწავლეთ.ეს შესწავლილი მასალა აუცილებლად გამომადგება სასწავლო პროცესებში პროექტების განხორციელებისათვის
ტრენინგის პირველი დღე ჩემი აზრით იყო ნაყოფიერი. ის დაძაბულობა რაც ტრენერთან შეხვედრამდე მქონდა საერთოდ მომეხსნა და დიდი მონდომებით ველოდები შემდგომი დღის ტრენინგს.